ცოტნე ანანიძემ სოფელ ლეღვაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას უახლოეს მომავალში ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. თანამედროვე სტანდარტების 3-ჯგუფიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

პროექტში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობაც, დეკორატიული ფილების დაგება, შემოღობვა, გარე განათების, საპარკე სკამებისა და საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

მიმდინარე სამუშაოები ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარმა დეპუტატებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში - ცოტნე ანანიძემ და ზაალ მიქელაძემ, ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 1 093 084 ლარია გამოყოფილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა