სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში დაპირისპირება იყო

მარტვილში, სოფელ სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

სიტუაცია მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირების ნაწილის მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა.

დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს.

სასულიერო პირების მხარდამჭერების განცხადებით, ვიდრე ბიზნესმენი კაკუტია ტაძარს არ დატოვებს, ისინი მეუფე სტეფანეს ტაძარში არ შეუშვებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დილიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადაც ბზობასთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩავიდა. მათ თან აქვთ პატრიარქის მხარდამჭერი ტრანსფარანტები.

„ჯერ მცირე ნაწილია მხოლოდ კიდევ მოდის მრევლი. ჩვენ გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი პატრიარქისადმი, ჩვენი ეკლესიისადმი სიყვარული და ჩვენს ძმებს მოვუწოდებ, რომ ერთად დავდგეთ. ჩვენს ძმებს მოვუწოდოთ, ერთად ვაშენოთ ჩვენი ეკლესია. იმიტომ რომ წერია, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია", - განაცხადა დეკანოზმა ილიამ.

იხილეთ ვიდეო:მწვავე დაპირისპირების კადრები ჭყონდიდის ეპარქიიდან - რამდენიმე სასულიერო პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!