სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა

მარტვილში, სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის შესასვლელთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. სასულიერო პირების ნაწილი ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.

მანამდე, სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირების, რომელთაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს.

ტაძარის ეზოში იმყოფებიან "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა