სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება შსს-მ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. ამის შესახებ, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ დიასამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინციდენტში მონაწილე ორი პირის დაკითხვა მიმდინარეობს, თუმცა დაკავებული არავინ არ არის.

ამ დროისთვის მარტვილის, სოფელ სალხინოში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მეუფე სტეფანე წირვას აღავლენს. ადგილზე რჩება დაპირისპირებული ორივე მხარე. მობილიზებულია პოლიცია.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე ტაძრის ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.

იხილეთ ვიდეო:სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა