კლიმენტი კეკუტია - დალაგდება ყველაფერი

ბიზნესმენმა კლიმენტი კეკუტიამ, რომლის გამოჩენის შემდეგ, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტუაცია დაიძაბა, ტაძრის ტერიტორია დატოვა.

მისი თქმით, მომხდართან მას კავშირი არა აქვს და ეს მოწყობილი პროვოკაცია იყო.

"ეს საქართველოს ძალიან დიდი საგანძურია, როგორ შეიძლება ეს მე მინდოდეს. ამას ისინი ავრცელებენ, ვისაც, ალბათ, უნდა ან უნდოდა. დალაგდება ყველაფერი", - აღნიშნა კეკუტიამ.

ბიზნესმენი ასევე უარყოფს, რომ სალხინოს მონასტერთან დაკავშირებით ბიზნესინტერესები აქვს და ამბობს, რომ "ეს "აბსოლუტური სიცრუეა".

კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს მეუფე სტეფანეს, კეკუტია პასუხობს, რომ მხარს ღმერთს უჭერს.

"პროტესტს აქ სად ხედავთ. ჩემი მოსვლის მერე, ამდენი ხალხი თუ შეიკრიბა, დიდება უფალს, მადლობელი ვარ ღვთის. (მხარდაჭერას) ღმერთს ვუცხადებ, ერთხელ, ორჯერ ვთქვი და გავიმეორებ - მე ვარ იქ, სადაც არის ღმერთი, სადაც არის სიყვარული. ეს არის ჩემი დოგმა და ზომა ცხოვრების. სხვა არაფერი გამაჩნია", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მეუფე პეტრესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, როგორც კეკუტია პასუხობს, მეუფე პეტრეს უნდა ჰკითხონ "რა უნდა მისგან".

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს