კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა რაჭის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამეგრელოს რეგიონის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები რაჭაში - ონისა და ამბროლაურის საჯარო სკოლებში გაიმართა.

უწყების ცნობით, ლიცეუმის წარმომადგენლები სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

„სასწავლო კურსის უფროსმა მაიორმა ბერდია მუშკუდიანმა, კადეტებმა ლუკა ბენდელიანმა და მარიამ გურულმა მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო.

ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ საბაზო საფეხურის მეცხრე კლასს. მოსწავლეებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. საბოლოოდ კადეტის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარებასთან ერთად, აუცილებელია სამედიცინო შემოწმების გავლა სამხედრო ჰოსპიტალში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა რაჭის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა