ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მონასტრის ეზოში მომხდარ  დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მონასტრის ეზოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მამა ანანია კალანდიამ, რომელიც სავარაუდოდ, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის მონასტრის ეზოში, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, მარტვილის პოლიციაში დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაპირისპირებისას ფიზიკური დაზიანება მიიღო და შეიძლება იგი ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანონ.

“ჭიშკართან იმიტომ გადავედი, რომ მეუფისთვის მეთხოვა, ტერიტორია დაეტოვებინა კრიმინალს, ე.წ. ბანდის უფროსს კეკუტიას, რომელმაც უკვე მესამედ გამომიწვია. ვთხოვ საპატრიარქოს, პატრიარქს, სანამ არ იქნება უფრო სისხლისღვრა, მეუფე სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას”, - განაცხადა მამა ანანიამ.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს