მამა ანანია კალანდია - ვთხოვ, პატრიარქს, ვიდრე სისხლისღვრა არ იქნება, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას მოაშოროს

ვთხოვ, პატრიარქს, ვიდრე სისხლისღვრა არ იქნება, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიას მოაშოროს, - ამის შესახებ მამა ანანია კალანდიამ განაცხადა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

“ჭიშკართან იმიტომ გადავედი, რომ მეუფისთვის მეთხოვა, ტერიტორია დაეტოვებინა კრიმინალს, ე.წ. ბანდის უფროსს კეკუტიას, რომელმაც უკვე მესამედ გამომიწვია. ვთხოვ საპატრიარქოს, პატრიარქს, სანამ არ იქნება უფრო სისხლისღვრა, მეუფე სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას”, - განაცხადა მამა ანანიამ.

ცნობისთვის, მარტვილში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა