რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების მხრიდან მუქარაზე და ზეწოლაზე საუბრობს

რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აქციები დაიწყო მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

imerstory.ge-ის ინფორმაციით, მოსახლეობა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების მხრიდან მუქარაზე და ზეწოლაზე საუბრობს.

"ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა არ ვართ ჰესის აშენების წინააღმდეგი და ამიტომ გვლანძღავენ. მანქანით გავივლით და ხან მოღალატე ხარო გვაძახებენ, ხან გვაგინებენ. წარმოუდგენლად დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ. თუ ვინმემ მუშაობა დაიწყო თურქის მონებს ეძახიან. სახლში აკითხავენ და აშინებენ. თუ არ წამოხვალ სამსახურიდან მერე სხვანაირად დაგელაპარაკებითო. იქ, რომ პოლიცია არ იდგეს, არ ვიცი რა მოხდებოდა. ძალიან აგრესიულები არიან და ერთ დღეს აუცილებლად მოხდება რამე უბედურება", - ამბობს სოფელ რიონის მცხოვრები მზია მაღლაფერიძე.

აქციების წინააღმდეგია სოფელ რიონის კიდევ ერთი მცხოვრები გივი ჩაკვეტაძე. მისი თქმით, პროტესტი არ იმართება სწორი მიმართულებით და დიდი საშიშროებაა დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

"ყველა კი არაა აგრესიული, მაგრამ ვინც აგრესიულია იმას არავინ აჩერებს. ეს არის იგივე აგრესია. ხშირად ხდება შელაპარაკება იქ მყოფებს და გამვლელ ადგილობრივებს შორის და საბედნიეროდ ჯერ სერიოზული არაფერი მომხდარა, მაგრამ დამიჯერეთ უკვე ყველას ყელში აქვთ ამოსული ამათი ვითომ პროტესტი. წარმოდგენა არა აქვთ რას აპროტესტებენ. 10-დან 9 ადამიანი საბირჟაოდ დადის იქ და კიდე ბირჟა და უსაქმურობა გვინდა?, - აცხადებს გივი ჩაკვეტაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა