"გალფი" მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს კომპიუტერებს გადასცემს

კომპანია "გალფისა" და ეროვნული ბიბლიოთეკის ურთიერთთანამშრომლობით წამოწყებული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, გალფი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებზე იწყებს ზრუნვას.

ვინაიდან დღეს სრულყოფილი განათლების მიღება ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია, ბავშვებისთვის საჭირო კომპიუტერების მიწოდების მიზნით, გალფის ქსელში ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. აქცია “ბავშვებისთვის” 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. Gulf Club-ის ბარათით შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი სპეციალურ ანგარიშზე ავტომატურად გადაირიცხება. პროექტის მიზანია ინტერნეტისა და კომპიუტერებთანწ ვდომის ხელშეწყობა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რათა სწავლა ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ახალგაზრდისთვის.

კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა www.edugulf.ge, სადაც ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს. ასევე თითოეული მომხმარებელი ყოველ ტრანზაქციაზე SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას თუ რა თანხას გადარიცხავს კომპანია მისი სახელით და იმ მომენტისთვის ჯამში რა თანხაა მობილიზებული.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო