ტერაბანკის მარტივი ონლაინგანვადება და აქცია vendoo.ge-ზე

ონლაინშოპინგის მოყვარულებისთვის ტერაბანკმა და vendoo.ge-მ ერთობლივი აქცია დაიწყეს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც სასურველ ნივთს vendoo.ge-ზე ტერაბანკის სწრაფი და მარტივი ონლაინგანვადებით შეიძენს, 20%-იანი, მაქსიმუმ 100-ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ტერაბანკის ონლაინგანვადებით 8 კილოგრამამდე შეძენილ ნივთს მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ მიიღებს. შეთავაზება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

პანდემიის პირობებში ონლაინშოპინგი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული ტრენდია. ამავდროულად, ტერაბანკი ელექტრონული ვაჭრობის სფეროს განვითარებას განსაკუთრებით უჭერს მხარს.

„გადავწყვიტეთ, აქციის ფარგლებში მომხმარებლებს მოსახერხებელი და უსაფრთხო ონლაინშოპინგისთვის დამატებითი სტიმული მივცეთ. მოხარულები ვართ, რომ vendoo.ge-სთან ჩვენი პირველი თანამშრომლობა საინტერესო ინიციატივით იწყება. იმედი გვაქვს, იგი სამომავლოდაც გაგრძელდება“,- აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკისა და vendoo.ge-ს ერთობლივი აქციის პირობები თითქმის მთელ ასორტიმენტზე, დაახლოებით 40 ათასამდე პროდუქტზე ვრცელდება. სრულად მათი სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

(R)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა