ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა და ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და დიდთოვლობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გასული წლის ნოემბერში შეიზღუდა და ამ დრომდე აკრძალული იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს