შალვა პაპუაშვილი - ყველანაირი გზა შევთავაზეთ, რომ ნიკა მელიამ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება - ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის

ყველანაირი გზა შევთავაზეთ, რომ ნიკა მელიამ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, ის არ ტოვებს. ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ- ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გარშემო „დედამიწა არ ტრიალებს".

„დღეს უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ამ თვეების განმავლობაში ხელს უშლიდნენ ნებისმიერ შეთანხმებას. დღეს უკვე პირდაპირ ვხედავთ, რომ მიუხედავად შეთანხმების მიღწევისა, როგორ ცდილობენ ჩაშალონ შეთანხმების აღსრულება. ყველანაირი გზა შეთავაზეთ, რომ ნიკა მელიამ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება და ის არ ტოვებს. ჯერ არ უნდოდა იქ შესვლა, ახლა არ გამოდის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ყველანაირი მიზეზის გამოყენება უნდათ დესტრუქციისა და არეულობისთვის.

ამ ამნისტიის მიზანი არ არის ნიკა მელიას გამოყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არ არის მიზანი. ეს არის ნაწილი იმ შეთანხმებისა, რომელსაც ჰქვია წინსვლის გზა საქართველოსთვის. მთავარი აზრი არის ის, რომ პარტიები ქიშპობიდან გადავიდნენ თანამშრომლობაზე, არა ნიკა მელიას გამოყვანა ციხიდან, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასების გვერდზე გადადება და წინ გახედვა. ასე რომ, ნიკა მელიას გარშემო დედამიწა არ ტრიალებს, მათ შორის არც ამ შეთანხმებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ