კახეთში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში  სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, რამდენიმე საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამოქმედება და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ინფორმაცია დამტკიცებული პროექტების შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააცნო.

„ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობის შექმნას გულისხმობს, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რისთვისაც შპს „აჩინებულს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად სოფელ აჩინებულში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცემა.

კომპანიის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტი მოიცავს 650 ტონის მოცულობის სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას და თანამედროვე მანქანა-მოწყობილობებით დაკომპლექტებას. მაცივრის ოპტიმალურად დატვირთვისათვის საორიენტაციო, ყოველწლიური შესანახი და სარეალიზაციო პროდუქცია იქნება საადრეო, საზაფხულო და საშემოდგომო ხილი და ბოსტნეული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, შპს „აჩინებული" პროექტის შესაქმნელად 600 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას და ათეულობით ადამიანის დასაქმებას აპირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა