ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ახმეტაში, მობილური ახალგაზრდული მუშაკები გაჩნდებიან

„ახალგაზრდობის სააგენტო“, “გადავარჩინოთ ბავშვები“, „კონრად ადენაუერის ფონდი“ და „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია“ ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში პროექტს, „უნარები წარმატებისთვის“ ახორციელებენ, რაც ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ახალგაზრდობის სააგენტოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტში ჩართული უწყებებისა და შერჩეული მონაწილეების გაცნობისა და შემდგომი თანამშრომლობის გზების დასახვის მიზნით, დღეს შეხვედრა კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

„პროექტის ფარგლებში, სააგენტომ საქართველოს 4 სამიზნე რეგიონის (კახეთი, შიდა ქართლი, რაჭა–ლეჩხუმი & ქვემო სვანეთი და გურია) 10 მუნიციპალიტეტიდან 30 ადამიანი, ღია კონკურსის გზით შეარჩია, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ მომზადებულ „მობილური ახალგაზრდული მუშაკის ტრენინგ-პროგრამას“ გაივლიან, რის შემდეგაც სააგენტო 20 მობილურ ახალგაზრდულ მუშაკს დაასაქმებს ადგილობრივ დონეზე.

თავის მხრივ, „მობილური ახალგაზრდული მუშაკები“ (Mobile Youth Workers) რეგიონულ დონეზე ახალგაზრდებს არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებთან ინდივიდუალურ და ჯგუფური სამუშაოების გზით მათთვის საჭირო კომპეტენციებს გადასცემენ“, - აღნიშნულია „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო