ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით თელავის მუნიციპალიტეტში, მობილური ახალგაზრდული მუშაკები გაჩნდებიან

„ახალგაზრდობის სააგენტო“, “გადავარჩინოთ ბავშვები“, „კონრად ადენაუერის ფონდი“ და „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია“ ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში პროექტს, „უნარები წარმატებისთვის“ ახორციელებენ, რაც ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდობის სააგენტოდან“ აცნობეს, პროექტში ჩართული უწყებებისა და შერჩეული მონაწილეების გაცნობისა და შემდგომი თანამშრომლობის გზების დასახვის მიზნით, დღეს შეხვედრა, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სააგენტომ საქართველოს 4 სამიზნე რეგიონის (კახეთი, შიდა ქართლი, რაჭა–ლეჩხუმი & ქვემო სვანეთი და გურია) 10 მუნიციპალიტეტიდან 30 ადამიანი, ღია კონკურსის გზით შეარჩია.

„ისინი საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ მომზადებულ „მობილური ახალგაზრდული მუშაკის ტრენინგ-პროგრამას“ გაივლიან, რის შემდეგაც სააგენტო 20 მობილურ ახალგაზრდულ მუშაკს დაასაქმებს ადგილობრივ დონეზე.

თავის მხრივ, „მობილური ახალაგზრდული მუშაკები“ (Mobile Youth Workers) რეგიონულ დონეზე ახალგაზრდებს არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებთან ინდივიდუალურ და ჯგუფური სამუშაოების გზით მათთვის საჭირო კომპეტენციებს გადასცემენ და ახალგაზრდული სერვისების განვითარებას შეუწყობენ ხელს.

პროექტი ასევე მოიცავს სატრენინგო მოდულებისა და ინოვაციური ლაბორატორიების შექმნას, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, ადგილობრივ და საერთაშრისო ექსპერტებს შორის ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და დანერგვას, არსებული ციფრული ახალგაზრდული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების განვითარებას - Youth.platform.gov.ge განახლებას, მასში სხვა ვებ-გვერდებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრირებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის ყოველმხრივი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია