ცოტნე ანანიძე - პოლონური კომპანიის საჩუქარი პანდემიასთან ბრძოლაში თანადგომის გამოხატულებაა

ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით მჭედლიშვილთან ერთად საზოგადოებრივ კოლეჯს სტუმრობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ახალი ტალღის" ადმინისტრაციას საჩუქრად პირბადეები გადასცეს.

მათი ინფორმაციით, 100 000 ცალი პირბადე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლონურმა კომპანია "დმპ სოლიდ"-მა აჩუქა.

„პროფესიულ სასწავლებელში გამართული შეხვედრის უმთავრესი თემა პანდემია, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრევენციული ღონისძიებები იყო. ცოტნე ანანიძის განცხადებით, პოლონური კომპანიის საჩუქარი პანდემიასთან ბრძოლაში თანადგომისა და სოლიდარობის გამოხატულებაა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს