ხათუნა სამნიძე - 27 აპრილს დღის ბოლოს გახდება ცნობილი, ერთი კანონპროექტი რეგისტრირდება, ორი თუ სად ვართ, პროცესი გრძელდება

"რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხვალ ოპოზიციის ნაწილი სესიაზე დარეგისტრირდება და განმავლობაში სამუშაო შეხვედრების შემდეგ გაირკვევა, საბოლოოდ ამნისტიის შესახებ ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდება, ორი თუ საერთოდ, როგორ იმოქმედებს ოპოზიცია.

როგორც მან ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განმარტა, ხვალ ოპოზიციის ნაწილი სესიაზე დარეგისტრირდება.

„ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს და ყველა იმ საქმეს, სადაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება გვაქვს. ჩანს, რომ ორივე მხარეს გვინდა და ვცდილობთ, ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდეს. ხვალ ჩვენ მივდივართ პარლამენტში, ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას, ვრეგისტრირდებით სესიაზე, რის შემდეგაც ვიხილავთ ჩვენი ხელშეკრულებიდან შესრულებულ პირველ ნაბიჯს. პრეზიდენტი შეიწყალებს გიორგი რურუას. ამის შემდეგ იქნება სამუშაო შეხვედრები და უკვე დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რეგისტრირდება ერთი კანონპროექტი, ორი კანონპროექტი თუ სად ვართ, მაგრამ პროცესი გრძელდება“,- განაცხადა სამნიძემ.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ თანახმაა, ამნისტია არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში არიან ბრალდებული.

„ოცნება“ თანხმდება, რომ თუ ოდესმე გამოძიებული იქნება ეს საქმეები, ეს ადამიანები მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან“,-განაცხადა სამნიძემ.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებაც შეაფასა, რომელიც მზად არის, ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდეს.

„რაც შეხება ამნისტიას, ეს არის შეთანხმებაში ჩადებული ვალდებულება. მე და ყველა მხარე ვალდებულია, რომ ეს ვალდებულება შეასრულოს. ნიკა მელიას მიმართვა უფრო ეხებოდა მედიატორებს, ვისი ინიციატივითაც და მოთხოვნითაც ეს დოკუმენტში ჩაიდო. ოპოზიციას არ აქვს უფლებამოსილება, ხელშეკრულება შეცვალოს, ისევე, როგორც არც „ქართულ ოცნებას“. შესაძლოა, მედიატორებიდან წამოსული სურვილი იყოს, რომ ისევ ჩაინიშნოს შეხვედრა და ისევ ვილაპარაკოთ ამ თემაზე“,-განაცხადა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო