07.07.2025 / 08:38
მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 8 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

მესტიიდან 14 კმ-ში, მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის გარესამყაროს 8 ოჯახია მოწყვეტილი, ადგილზე გეოლოგების ჩასვლას კი დღეს ელოდებიან.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

„გადაუღებელი წვიმებისა და თოვლის დნობის შედეგად ერთი კვირაა მეწყრული პროცესები დაიწყო, განსაკუთრებით გუშინ და გუშინწინ გააქტიურდა. მძიმე ტექნიკა აქ არის, ღონისძიებები ტარდება, რომ მოსახლეობას არაფერი დაემართოს. გარესამყაროს მოწყვეტილია 8 ოჯახი. დღესვე ჩამოვლენ გეოლოგები. მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება, თუმცა, ზოგმა გადაწყვიტა თავად წასულიყო“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.

იხილეთ ვიდეო:მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 8 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს