დავით მათიკაშვილი - დღეს საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო დასრულებულია

დღეს საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო არის დასრულებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს პარლამენტი „სრულფასოვნად განაახლებს საქმიანობას". მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მარცხის დღე, რადგან ყველა მცდელობა, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო, ჩაიშალა.

რაც შეეხება ამნისტიის აქტს და მასზე ნიკა მელიას შეთავაზებას, რომ მზად არის ევროკავშირის გირაო მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი ამნისტიის აქტს უკან გაიწვევენ, მათიკაშვილი აცხადებს, რომ ეს არ მოხდება და მსგავსი რამ შეთანხმების ახალი ტიპი იქნება, რაზეც „ქართული ოცნება“ არ წავა.

„ჩვენ შეთანხმების ახალ ტიპზე, რა თქმა უნდა, არ მივდივართ. ჩვენ ვართ ერთგულნი იმ შეთანხმებისა, რომელიც შედგა უკვე მხარეთა შორის და დარჩენილია მხოლოდ შეთანხმების აღსრულება. ძალიან საინტერესოა ის პოზიცია, რომელიც ჩვენ ციხიდან მოვისმინეთ გუშინ. თუკი ნიკანორ მელიას სურს გირაოს გადახდა, მაშინ რატომ ელოდება ის ევროკავშირის ფულს, ეს გაუგებარია ჩემთვის და საზოგადოებისთვის. გაუგებარია ისიც, რომ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კარგად დაინახა, რომ რეალურად კრახით დასრულდა დესტრუქციის გზა, დღეს აბნეულ და არათანამიმდევრულ განცხადებებს ვისმენთ. რეალურად საქმე შემდეგშია - დღეს საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო არის დასრულებული და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ დესტრუქცია მარცხით დასრულდა. ამიტომ ერთადერთი სწორი გამოსავალია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება - საპარლამენტო მუშაობის განახლება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში ოპოზიციის ის ნაწილი მიდის, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 26 აპრილს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით მათიკაშვილი - დღეს საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო დასრულებულია

დღეს საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო არის დასრულებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს პარლამენტი „სრულფასოვნად განაახლებს საქმიანობას". მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მარცხის დღე, რადგან ყველა მცდელობა, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო, ჩაიშალა.

რაც შეეხება ამნისტიის აქტს და მასზე ნიკა მელიას შეთავაზებას, რომ მზად არის ევროკავშირის გირაო მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი ამნისტიის აქტს უკან გაიწვევენ, მათიკაშვილი აცხადებს, რომ ეს არ მოხდება და მსგავსი რამ შეთანხმების ახალი ტიპი იქნება, რაზეც „ქართული ოცნება“ არ წავა.

„ჩვენ შეთანხმების ახალ ტიპზე, რა თქმა უნდა, არ მივდივართ. ჩვენ ვართ ერთგულნი იმ შეთანხმებისა, რომელიც შედგა უკვე მხარეთა შორის და დარჩენილია მხოლოდ შეთანხმების აღსრულება. ძალიან საინტერესოა ის პოზიცია, რომელიც ჩვენ ციხიდან მოვისმინეთ გუშინ. თუკი ნიკანორ მელიას სურს გირაოს გადახდა, მაშინ რატომ ელოდება ის ევროკავშირის ფულს, ეს გაუგებარია ჩემთვის და საზოგადოებისთვის. გაუგებარია ისიც, რომ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კარგად დაინახა, რომ რეალურად კრახით დასრულდა დესტრუქციის გზა, დღეს აბნეულ და არათანამიმდევრულ განცხადებებს ვისმენთ. რეალურად საქმე შემდეგშია - დღეს საპარლამენტო საქმიანობის კარი არის ღია, დესტრუქციის დრო არის დასრულებული და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ დესტრუქცია მარცხით დასრულდა. ამიტომ ერთადერთი სწორი გამოსავალია ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება - საპარლამენტო მუშაობის განახლება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში ოპოზიციის ის ნაწილი მიდის, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 26 აპრილს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია