ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია

ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე, იმდაგვარად ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში განაცხადა.

თუმცა, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, პირველი რიგის ამოცანა გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებაა.

„ჩვენი პირველი დღე დასრულდება ერთი ადამიანის გათავისუფლებით საპატიმროდან. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ მეორე ადამიანიც ასევე სწრაფად გათავისუფლდეს. ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე, იმდაგვარად ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს. ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალისწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს, გამოვიდნენ დაუყოვნებლივ რურუა და შემდგომ მელია საპატიმროდან, მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის და სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის. ასევე, უნდა განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და სასამართლო გავათავისუფლოთ კლანისგან. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა