ხანდაზმული მამის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული 40 წლამდე ქალი ბრალს არ აღიარებს

ხანდაზმული მამის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული 40 წლამდე ქალი ბრალს არ აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი არ სურს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები აღენიშნებოდა.

დაკავებულ ქალს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 151-ე მუხლებით წარედგინა, რაც რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა