პროექტი, რომელშიც ყველა ბინა დასრულებამდე გაიყიდა, მშენებლობის მესამე ეტაპზე გადადის

პროექტი „მწვანე ალმასი“ დიღომში კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს - დეველოპერულმა კომპანია „მაქრო ქონსტრაქშენმა“ საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მესამე ეტაპი ორი ახალი ბლოკის მშენებლობით დაიწყო.

„მწვანე ალმასი“ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მულტიფუნქციური და მრავალფეროვანი პროექტია, რომელიც 7 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, საიდანაც 1/3 გამწვანებულია. კომპლექსი მობინადრეებს მთელ რიგ უპირატესობებს სთავაზობს: 3 საცურაო აუზი, დასასვენებელი სივრცეები, კალათბურთის 4 სათამაშო და 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 საბავშვო სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სამომავლოდ, - საბავშვო ბაღი და სკოლა. „მწვანე ალმასის“ მობინადრეებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ ქალაქის მშვიდ, გამწვანებულ ადგილზე და მიიღონ მათთვის საჭირო ყველა სერვისი.

კომპლექსის ორი ახალი ბლოკი ჯამში 106 ბინას აერთიანებს, რომელთა ფართობიც 44 კვ.მ-დან 243 კვ.მ-მდეა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მესამე ეტაპზე „მაქრო ქონსთრაქშენი“ უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს არჩევანს სთავაზობს: ერთ ბლოკში ბინები შავი კარკასის მდგომარეობით იქნება წარმოდგენილი და 1 კვ.მ-ის ფასი 1575 ლარიდან დაიწყება, ხოლო მეორე ბლოკში მხოლოდ გარემონტებული ბინები, რომელთა ფასიც კვადრატულ მეტრზე 2255 ლარიდან იწყება. სიახლეა ისიც, რომ ფასები ფიქსირებულია ეროვნულ ვალუტაში.

რაც შეეხება გადახდის პირობებს, დეველოპერული კომპანია ბინის შეძენის მსურველებს მათზე მორგებულ სხვა და სხვა პირობას სთავაზობს, მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადებაც.

პროექტის მესამე ეტაპი ჯამში 11 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, კომპანიას საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და მისი წარმომადგენელი პროექტის დეტალებსა და გადახდის პირობებს პირადად გააცნობს:

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა