ნინო ვიბლიანი - ჟაბეშში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე გეოლოგებს ველოდებით

ჟაბეშში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე გეოლოლოგებს ველოდებით, - ამის შესახებ სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოვარდნილმა ღვარცოფმა 2 ხიდი და 4 ხიდბოგირი დააზიანა.

„ამის გამო 15 მდე ოჯახს საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდული აქვს. ადგილზე გაწმენდითი სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს, სიტუაციის ნორმალიზებისთანავე მოეწყობა დროებითი ხიდი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ადგილზე დღეს გეოლოგები ჩავლენ და დეტალურად შეისწავლიან გამომწვევ მიზეზებს, რის შემდეგაც განისაზღვრება მომავალში გასატარებელი საპრევენციო სამუშაოები”, - განაცხადა ვიბლიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა