დედაქალაქის მერი კახა კალაძე მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კახი კავსაძემ არა მარტო თავისი როლებით და არტისტიზმით, არამედ პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა.
„ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს - კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის.
კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა.
ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის.
ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!“ - აცხადებს კალაძე.
იხილეთ ვიდეო:კახა კალაძე მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კახი კავსაძემ სამუდამო კვალი დატოვა
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"