იაგო ხვიჩია - რაც უფრო მეტი რამის პატიებას შევძლებთ და რაც უფრო მეტ რამეს მოიცავს ამნისტია, მით უფრო განიმუხტება კრიზისი - ყველა დანაშაულის პატიება არც შესაძლებელია და არც ჩვენი საქმე არ არის

„გირჩმა" კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ ასარჩევ კენჭისყრის პროცედურაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სურს, რომ კუჭავა პარლამენტარიზმის ისტორიაში საუკეთესო თავმჯდომარე იყოს.

„თავი შევიკავე იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცნობ კარგად, მასზე რაც მოვიკითხე, ცუდი არაფერი გამიგია, თუმცა ჩავთვალე, რომ ეს საკმარისი არ იყო მხარის დასაჭერად, მაგრამ არც წინააღმდეგ არ მიმიცია ხმა. მე ვისურვებდი, რომ იყოს საუკეთესო თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. როგორი იქნება, ამას დრო გვაჩვენებს",- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, ხვიჩიას განცხადებით, ყველა დანაშაულის პატიება შესაძლებელი არ არის და ეს საკითხი მისთვის წითელი ხაზი იქნება.

„რაც უფრო მეტი რამის პატიებას შევძლებთ და რაც უფრო მეტ რამეს მოიცავს ამნისტია, მით უფრო განიმუხტება ის კრიზისი, სადაც ვართ. ყველა დანაშაულის პატიება არც შესაძლებელია და არც ჩვენი საქმე არ არის. ასეთი რამე იქნება ჩემთვის წითელი ხაზი, თუმცა ჯერ დოკუმენტი არ მინახავს. ჩემთვის პრინციპული საკითხია ის, რომ ნიკა მელია იყოს გარეთ. მეორე არის ის, რომ ისეთ რამეზე შევთანხმდეთ, სადაც შერიგება შესაძლებელი იქნება. იქით კი არ უნდა ვიყოთ მიდრეკილი, რომ ერთმანეთის ცუდი საქციელი გავიხსენოთ, არამედ ვიყოთ იქითკენ მიმართული, რომ ერთმანეთს ვაპატიოთ ის, რისი პატიებაც შეგვიძლია და მერე გავაგრძელოთ ურთიერთობა",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო