აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს თანამშრომლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე, თბილისის მერის მრჩეველი, ნინო ბურძენიძე შეხვდა

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს თანამშრომლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე, თბილისის მერის მრჩეველი, ნინო ბურძენიძე შეხვდა, სადაც მან გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას ნინო ბურძენიძემ ყურადღება, დევნილი ქალებისა და სხვადასხვა გენდერული ჯგუფების საჭიროებებზე გაამახვილა.

„ნინო ბურძენიძემ მონაწილეებს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული საკანონმდებლო ვალდებულებები განიხილა.

შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს.

შეხვედრა აფხაზეთის დევნილთა მინისტრის ლევან თევზაიას ინიციატივით გაიმართა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?