რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც მთავრობის მიერ ახალი 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონები” შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და თითოეული მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პაპუნა მარგველიძემ სამხარეო სამსახურების უფროსებისგან, სფეროების მიხედვით აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია მოისმინა.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

„სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, ვაქცინაციის მიმდინარეობის საკითხი და კლინიკებში არსებული ვითარება განიხილა.

შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი