ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,ადგილზე მეხანძრე - მაშველების 5 ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.