„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი შეხვდა

"რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციას ამ დრომდე მართავენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი შეხვდა.

შოთა რეხვიაშვილმა, მათ სთხოვა გამოეყოთ 20 - კაციანი ჯგუფი, რომელიც საწარმოს დირექციასთან მოლაპარაკებას გამართავდა.

როგორც გუბერნატორმა განაცხადა, აქციის ამ ფორმით გამართვა არაეფექტური მეთოდია და იმისათვის, რომ შეთანხმება მიღწეული იქნას, საჭიროა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მის განცხადებას, აქციის მონაწილეების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

"ადმინისტრაციას აქვს სურვილი, რომ დაიწყოს მოლაპარაკება ნორმალურ გარემოში, ეს არ არის ნორმალური გარემო. თუ აქვთ სურვილი, მე თანახმა ვარ ჩავერთო, დავეხმარო და დავიცვა ამ ხალხის ინტერესები თუ არ არის სურვილი, მე მაპატიეთ და აღემატება ეს ჩემს ძალებს“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

"რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. მათი განცხადებით თუ საწარმოს ხელმძღვანელობა არ შეასრულებს მათ მოთხოვნას ხელფასების 50%-ით გაზრდის თაობაზე, ხვალიდან ქარხნის ცენტრალური შესასვლელის ბლოკირებას მოახდნენ, კარვებს გაშლიან და მასობრივ გაფიცვას მოაწყობენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა