ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო

ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო. ქუთაისის მერიის ინფორმაცით, ქალაქში მცხოვრები 4000 ბენეფიციარი ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებულ ნობათებს მიიღებს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები და „მადლიერების სახლის" ბენეფიციარები, ღვაწლმოსილი სპორტსმენები კულტურის მუშაკები და სამამულო ომის ვეტერანები სასურსათო ამანათებს უკვე იღებენ.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა რამდენიმე ოჯახს ნობათი თავად მიუტანა.

„სააღდგომო ნობათების დარიგება დავიწყეთ. 4000-მდე ნობათია გამზადებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის. დარწმუნებული ვარ, მცირედით მაინც გავულამაზებთ მათ ამ ნობათებით სააღდგომო სუფრას. წინასწარ მივულოცავ ჩვენს თანაქალაქელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ!", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. სააღდგომო ნობათების დარიგება გრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა