საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოთში 4 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 ქუჩის- რეკვავასა და აკაკის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მათი საერთო სიგრძე 2.2 კმ-მდეა და ჯამური ღირებულება 3.2 მლნ. ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 2 ქუჩაზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ფოთის წმ. გიორგის 1.5 კმ-იან ქუჩას, ღირებულებით 1.6 მლნ. ლარი და ჭავჭავაძის 3.5 კმ-იან ქუჩას, რომლის ღირებულება 2.9 მლნ. ლარამდეა. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

„საერთო ჯამში ქ. ფოთში 4 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები. პროექტის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა