„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები, მეორე დღეა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები, მეორე დღეა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. „აზოტში“ დასაქმებულებს, მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ, ისინი შრომითი ანაზღაურების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს, ცოტა ხნის წინ საწარმოს წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად დღის 12:00 საათამდე დრო ითხოვა.

აქციის მონაწილეებს, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია შეუერთდა. როგორც ალანიამ განაცხადა, პროფკავშირები მზად არის ჩაერთოს სამართლებრივ პროცესში, იმისათვის, რომ დაიცვან „აზოტში“ დასაქმებულების უფლებები და შესრულდეს მათი მოთხოვნა.

„რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციულ შენობასთან მეორე დღეა 300-მდე დასაქმებული ხელფასების გაზრდას მოითხოვს. მათი განცხადებით, საწარმოს ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ მიიღეს დაპირება შრომითი ანაზღაურების გაზრდის თაობაზე, თუმცა მათი ხელფასები არ გაზრდილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა