ფოთის ცენტრალურ პარკში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროცესს ადგილზე ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები.

ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია.

პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო