რითეილ ასოციაცია, რომელიც 12 სასურსათო ქსელურ მარკეტს აერთიანებს გაეროს გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა

მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციული მდგრადობის ინიციატივას, გაეროს გლობალურ შეთანხმებას სასურსათო ქსელური მარკეტების გაერთიანება რითეილ ასოციაცია შეუერთდა. გაეროს გლობალური შეთანხმება კორპორაციული მდგრადობის ყველაზე მსხვილი ინიციატივაა მსოფლიოში და 160 ქვეყანაში 12 ათასზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

რაც შეეხება „რითეილ ასოციაციას,“ ის 12 სასურსათო ქსელურ მარკეტს აერთიანებს („სპარი“, „ნიკორა“, „კარფური“, „აგროჰაბი“, „უნივერსამი“, „დეილი“, „სმარტი“, „მაგნიტი“, „ზღაპარი“, „გუდვილი“, „გალფ სთორი“ და „ვეი მარტი“), რომლებიც ქვეყანაში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან და დაახლოებით 30 000 თანამშრომელი ჰყავთ. ამასთან, ქსელური მარკეტები ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს წარმოადგენენ და მთლიან შიდა პროდუქტში მათი წილი დაახლოებით 4%-ია.

როგორც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი რატი ზაუტაშვილი განმარტავს, თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი რითეილ ასოციასიისთვის უზრუნველყოფს ყველა იმ საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების გაზიარებას, რომელიც შეეხება გლობალური შეთანხმების 10 პრინციპს და მდგრადი განვითარების დღის წესრიგს; მუდმივ რეჟიმში მიაწვდის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ტენდენციებს.

გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი გულისხმობს ბიზნესის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და შრომის უფლებების პატივისცემას, გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვასა და ზოგადად, ეკოლოგიაზე ზრუნვას; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

რითელ ასოციაციას ექნება წვდომა კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის საინფორმაციო რესურსებსა და სამოქმედო პლატფორმებზე, და ამასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიის მიერ მომზადებულ 73 000-ზე მეტ არაფინანსურ ანგარიშზე. აღნიშნული ასოციაციას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და წევრი ორგანიზაციებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში დაეხმარება.

,,ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორში კორპორაციული მდგრადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. რაც შეეხება ბიზნეს სარგებელს - როდესაც კომპანია მის ყოველდღიურ საქმიანობაში მდგრადობის სტრატეგიას ნერგავს, იგი აუმჯობესებს: თანამშრომლებთან ურთიერთობას, მომხმარებელთა უფლებების პატივისცემას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ოპერაციულ ეფექტიანობას, გაყიდვებსა და მარკეტინგს. ეს იწვევს ერთის მხრივ დაინტერესებული მხარეების კმაყოფილებას და ფინანსებზე მეტ ხელმისაწვდომობას, მეორეს მხრივ საზოგადოებისა და გარემოს კეთილდღეობას,“- განმარტავს რატი ზაუტაშვილი.

რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მირანდა მანჯგალაძის განმარტებით, მათი მთავარი მიზანია, წევრი კომპანიების ყოველდღურ საქმიანობაში გლობალური შეთანხმების ყველა პრინციპი აქტიურად დაინერგოს. „ჩვენი მიზანია, ყოველთვის სიახლეების ეპიცენტრში ვიყოთ და მსოფლიო მიდგომები აუცილებლად დავნერგოთ საქართველოში. გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაში გაწევრიანებით, ჩვენი წევრი კომპანიები უერთდებიან გლობალურ გაერთიანებას, რომელიც მიზნად ისახავს, თანამედროვე მიდგომებით ყველგან შეიქმნას მდგრადი განვითარების სისტემა და ამით ავამაღლოთ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი“, - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.

გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა კიდევ ერთხელ მიუთითებს სასურსათო ქსელური მაღაზიების მზაობას, საქართველოში დანერგოს თანამედროვე, გლობალური მიდგომები და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სექტორი, როგორც მსხვილი დამსაქმებელი და ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა