მცხეთაში „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

მცხეთაში, ბებრისციხესთან „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა. Smart Pay ფორმატის ობიექტეზე „ვისოლი“ მომხმარებელს უკვე უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, „სმარტის“ საშუალო ზომის სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანს, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარ, უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა და გადახდის მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე.

რამდენიმე დღეში „სმარტი“ ავჭალაში, სარაჯიშვილის გამზირზე, ღვინის ქარხნის მიმდებარედაც გაიხსნება და უკვე 25 სუპერმარკეტით შეხვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სადღესასწაულო განწყობისთის კი 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ერთგული მომხმარებელი მთელს საქართველოში „ვისოლის“ სადგურებზე 30 ლარის ღირებულების საწვავის შეძენისას პასკას მიიღებს საჩუქრად. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სოციალურად დაუცველმა მოხუცებმა და ბავშვებმაც რომ შესაბამისად აღნიშნონ, მცხეთაში ახალგახსნილი „სმარტი“ „ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის“ ბინადართ პასკებით, საკვები პროდუქტებით და საჭირო ტექნიკით მოამარაგებს.

„მოხარული ვართ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითაროთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს. მცხეთის „სმარტი“ მეექვსე Smart Pay ობიექტია ვისოლის ქსელში, რაც „ვისოლის“ მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. ამას გარდა, მოხარული ვართ, რომ ახალგახსნილი „სმარტი“ „ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში“ მცხოვრები მოხუცებისა და ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზეც იზრუნებს“, აცხადებს „ვისოლის“ და“სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანია თვითმომსახურების სადგურების ქსელსაც ავითარებს და გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენ სადგურებსაც ქმნის. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა