„რუსთავის აზოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია

„რუსთავის აზოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. ამის მიზეზი დირექციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრის უშედეგოდ დასრულება გახდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, ხელფასების გაზრდის თაობაზე შეთანხმება ვერ შედგა.

საწარმოს მენეჯმენტთან აქციის მონაწილეების შეხვედრას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც ესწრებოდა. როგორც კობაიძემ განაცხადა, შეხვედრა ხმაურიანი იყო, „აზოტის“ მენეჯმენტს არ ჰქონია არანაირი კონკრეტული შეთავაზება ხელფასების მატებასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან და საწარმოს სრულად გააჩერებენ.

„აზოტის“ თანამშრომლებს ცენტრალური შესასვლელი აქვთ ბლოკირებული და სატვირთო ავტომობილებს ტერიტორიაზე არ უშვებენ, რითაც პროდუქციის გამოტანის პროცესი შეჩერებულია.

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მეორე დღეა ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს