ბოლნისის მუნიციპალიტეტმა  მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო ნობათები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო ნობათები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელმა ბექა წაქაძემ ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და მათ სააღდგომო ნობათები გადასცეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს გადასცემს. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა, ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 160-მა ოჯახმა მიიღო. მსურს, თითოეულ მათგანს აღდგომის დღესასწაული მივულოცო და მათ ბედნიერება ვუსურვო. მუნიციპალიტეტს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის არაერთი სოციალური პროგრამა აქვს შემუშავებული და ჩვენ ამ ოჯახების დახმარებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მათივე ცნობით, ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტებისთვის კვერცხი ტრადიციულად კომპანიამ ,,სავანეთი" გაიღო.

ამასთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სასურსათო ნობათები ჯამში მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს გადასცა. ნობათები ასევე შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც მიიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო