მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას

მზადდება ალტერნატიული კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ შევიტანთ იმიტომ, რომ არანაირად არ ვეთანხმებით „ქართული ოცნების" მიდგომას ამნისტიასთან დაკავშირებით. ამავე დროს, გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რადგან ვიდრე შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა, ვინ იჯალათა - ამას სჭირდება დადგენა, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ „ლელოს" ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

„პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში პუნქტი, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, იქნა სხვანაირად გადათარგმნილი „ქართული ოცნების" მიერ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ისინი აპირებენ დიდ ამნისტიას, რომელშიც მოექცევა ძალიან ფართო სპექტრი. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში იმიტომ, რომ აქამდე არსებობდა 3 პოლიციელი და 16 მანიფესტანტი, რომელზეც იყო საუბარი, შესაბამისად „ლელო" შემოვა წინადადებით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, თუ ვისზე არის საქმე აღძრული. ეს ინფორმაცია არის უცნობი, რამეთუ „ქართული ოცნება" და პროკურატურა ამ ინფორმაციას მალავს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ ინიციატივაში, რომ შეიქმნას საპარლამენტი კომისია და დადგინდეს ყველა ის პირი, ვისზეც არის საუბარი, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვინ გასცა ბრძანება, ვინ შეასრულა, ვინ გადაამეტა და ა.შ.", - განაცხადა ხაზარაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს