„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“ ფოთში პრეს-ტური მოაწყო

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“ (NALAG) ევროკავშირის პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი (N4ED)“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP საქართველოსთან თანამშრომლობით, ფოთში პრეს-ტური მოაწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიდან აცნობეს, ჟურნალისტები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელებულ პროექტებს - „ახალგაზრდობის იდეა ფოთს“და „სამოყვარულო თევზჭერის განვითარება - მარტოწყალას ტბის ტერიტორიის კეთილმოწყობა“ - გაეცნენ.

მათივე ცნობით, ფოთის გარდა პრეს-ტური 5 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოეწყო.

„ღონისძიების მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული იმ პროექტების და ინიციატივების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მიერ წარმატებულ, კარგ პრაქტიკად იქნა აღიარებული.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

ფოთის მუნიციპალიტეტს გამარჯვება განხორციელებულმა პროექტმა “ ახალგაზრდების იდეა ფოთს’’ მოუტანა.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), PMC კვლევით ცენტრთან (PMC RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციიასთან (LALRG) თანამშრომლობით.

N4ED-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.

პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს