კასპში მოკლული მამაკაცის მეუღლის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გაკეთებული ბრალდებები სიცრუეა

კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში დაკავებული კიდევ ერთი პირი - მოკლულის ცოლი, 31 წლის ქალი შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაკავებულს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს ცოტა ხნის წინ ადვოკატი შეხვდა. ჯაბა კოჭლამაზაშვილი საქმის მასალების გაცნობამდე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი, იგი ძალზე ცუდ მდგომარეობაშია, ნერვიულობს, პირველ რიგში - ბავშვებზე. ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, მზად იყო იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. მას შემდეგ, რაც ბრალის წარდგენა მოხდება, გადავწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, ამაზე ახლა არ შემიძლია რაიმეს თქმა", - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

,,ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მოკლულის დედის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მკვლელობაში რძლის დადანაშაულებაზე, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ცრუ ბრალდებაა.

,,რაც შეეხება მოკლულის ოჯახის განცხადებებს, ბრალდებებს, რის საფუძველზე აცხადებენ, იქ იყო ვინმე თუ ვინმემ გადაიღო რა ხდებოდა? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დადანაშაულება ეს არის ცრუ ბრალდება, ამის თქმა შემიძლია. რაც შეეხება კითხვას სახლში აღმოჩენილ სისხლის კვალზე, ამაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამომწურავი პასუხები აქვს გაცემული თავის დროზე, როდესაც წაიყვანეს და გამოკითხეს, შესაბამისად, ახლა არ მსურს ამ დეტალებზე საუბარი, ვინაიდან, თავად მე არ ვესწრებოდი ამ გამოკითხვას. ხვალ ან ზეგ მექნება ხელთ საქმის მასალები, გავეცნობი და როდესაც მოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენების მიცემის ეტაპი, ის მისცემს იმ ჩვენებას, რაც არის სიმართლე", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, კასპში, ნოდარ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს. დაკავებული ქალი მოკლულის მეუღლეა. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ღუნაშვილს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

მოკლულის ოჯახი მკვლელობაში სხვა პირთან ერთად რძალს ადანაშაულებს. ნოდარ ღუნაშვილის დედის, ხათუნა რაზმაძის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა მოკლულის მეუღლეც. ხათუნა რაზმაძის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს, სისხლის კვალი აღმოჩნდა სახლშიც.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს