ლადო მგალობლიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა - "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე" წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, კანონპროექტის თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიეცემათ გრანტის გაცემის უფლებამოსილება დასაქმებისა და ახალგაზრდულ სფეროებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შესაბამისი მიმართულებით საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას.

მათივე ინფორმაციით, ეს პირველი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომლის თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს კონკრეტულ სფეროებში მიანიჭებათ გრანტის გაცემის უფლებამოსილება.

მათივე ცნობით, კანონპროექტის ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები - ვლადიმერ მგალობლიშვილი და დავით გაბაიძე არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა