აჭარის უმაღლეს საბჭოში 27 მაისს „მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს მოუსმენენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში 27 მაისს „მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს მოუსმენენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურები იწყება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-7 სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

მათივე ინფორმაციით, ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინა.

„ბიურომ მხარი დაუჭირა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვას.

შესაბამისად, ცვლილება შევიდა ბიუროს 2021 წლის 16 თებერვლის N9 გადაწყვეტილებაში, რომელშიც პლენარულ სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენების) განრიგია გაწერილი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს