ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსა და კონკურენციის სააგენტოსთან ერთად წამლების ფასის დარეგულირების საკითხზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსა და კონკურენციის სააგენტოსთან ერთად წამლების ფასის დარეგულირების საკითხზე მუშაობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანა ნამდვილად მოახერხებს იმას, რომ მოქალაქეებს ზიანის მომტანი, გაურკვეველი პრეპარატების ყიდვის საფრთხე არ შეექმნათ.

„თქვენ არ მოგეწონათ ჩემი პასუხი მაშინ, მაგრამ სხვა პასუხს ვერ გცემთ. მე დღეს ვარ ჯანდაცვის მინისტრი და ჩემი კომპეტენციების ფარგლებში შემიძლია პრობლემას ვებრძოლო, პასუხი გავცე ან რამე ღონისძიება ჩავატარო.

ჩვენი უწყება ვალდებულია და მუშაობს წამლის ხარისხთან მიმართებაში და ასევე ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რაც სწორად ავიღეთ, რომ ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის ქრონიკული მოავადეებისთვის, ასევე იშვიათი დაავადების მქონე მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდება ყოფილიყო უწყვეტი, სამართლიანი და ხელმისაწვდომი.

ყოველივე ეს ხორციელდება სხვადასხვა ვერტიკალური პროგრამით და 36-ე დადგენილებით. ასევე, GMP და GDP სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი მედიკამენტების არსებობას, ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ნამდვილად მოვახერხებთ იმას, რომ ეს სტანდარტები საქართველოში სავალდებულო გახდება. ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნებათ საფრთხე, რომ ისინი ყიდულობენ ზიანის მომტან, გაურკვეველ პრეპარატებს. თუმცა, რაც შეეხება ფასებს, ეს არის ეკონომიკური საქმიანობა, რაც დღესდღეობით საქართველოში არ რეგულირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, მაგრამ არის ჩვენი წუხილი ისევე, როგორც თქვენი, ვმუშაობთ კონკურენციის სააგენტოსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რათა ვიპოვოთ ის სწორი გზები, რომელიც შესაძლებელს გახდის ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ ხარისხიანი მედიკამენტი სწორ ფასად“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მიწვეულ ჯანდაცვის მინისტრს „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიმართა „რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში“.

„ფარმაცევტული კომპანიების რამე შეთქმულებაა მოსახლეობის წინააღმდეგ თუ რა ხდება?“ - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, პენსიონერები ბოლო გროშებსა და კაპიკებს ტოვებენ აფთიაქებში, თუნდაც წნევის წამალი რომ იყიდონ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა