„რუსთავის აზოტი“ - გაფიცულ თანამშრომელთა მხრიდან სათანადო მზაობის შემთხვევაში, კვლავაც მზად ვართ გავაგრძელოთ მათთან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მუშაობა

სს ,,რუსთავის აზოტი“, აქციის მონაწილეებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

,,2021 წლის 28 აპრილს, სს „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა, შეხვდა გაფიცული თანამშრომლების ნაწილს, მათი მოთხოვნის შესაბამისად. შეხვედრის მიზანი იყო გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების გაცნობა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გამოსავლის მოძებნა. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში შეხვედრის წარმართვა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.

გაფიცულ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან, არაერთგზის (მათ შორის შეხვედრაზეც) გაჟღერებული იქნა საწარმოს უწყვეტი სამუშაო პროცესის ხელის შეშლის მუქარა. სს „რუსთავის აზოტი“ აცხადებს, რომ უწყვეტი სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას - საბოტაჟს, და ნებისმიერი პირის მხრიდან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევაში, კომპანია გამოიყენებს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებებს.

გაფიცულ თანამშრომელთა მხრიდან სათანადო მზაობის შემთხვევაში, კომპანია კვლავაც მზად არის გააგრძელოს მათთან ერთად კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მუშაობა და შეხვედრები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც სს ,,რუსთავის აზოტი“ ავრცელებს.

,,რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მეორე დღეა ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს. 20 კაციანი ჯგუფი იურისტებთან ერთად, დღეს საწარმოს მენეჯმენტს შეხვდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა და შეხვედრა ხმაურით, უშედეგოდ დასრულდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო