ლევან თევზაიამ ტრენინგში ,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირება“ მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ,,ბიბლუსის“ წიგნები და სერტიფიკატები გადასცა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 და ჟიული შარტავას სახელობის მე-6 საჯარო სკოლებს სტუმრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მინისტრმა აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც ონლაინ ტრენინგი - ,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირება“ წარმატებით გაიარეს, სერტიფიკატები და წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსი“-ს მხარდაჭერით, სხვადასხვა საკითხავი ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.

„მინისტრმა მოსწავლეებს აღნიშნულ პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრას აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის , ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ-ის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ნათია კოპალიანი ესწრებოდა.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, ,,პითაგორას აკადემიას“ მხარდაჭერით დევნილი მოსწავლეებისთვის -,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ტრენინგი რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.

კურსი მოიცავდა 12 აკადემიურ საათს, რომლის ფარგლებში მოზარდებმა ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტური საკითხები, ლოგიკური აზროვნების განვითარება და პროგრამირების შესავალი გაიარეს.

აღნიშნულ პროგრამაში აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მონაწილეობდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს