ზურაბ ჯაფარიძე ლიეტუვის საგარეო მინისტრთან შეხვედრაზე - მონიტორინგს გაუწევენ, რომ შესრულდეს დოკუმენტში არსებული პუნქტები

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ლიეტუვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის დახმარებით მიღწეული შეთანხმების შესრულებას დააკვირდება.

„ეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტის ტექსტი იყო ერთ-ერთი საუკეთესო რაც შეიძლებოდა დადებულიყო. ეს არ არის იდეალური, რაზეც შეიძლებოდა თანხმობა მიღწეულიყო სხვადასხვა მხარეების მხრიდან. მეორე ის, რომ ამ ტექსტში არსებული პუნქტების შესრულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ არსებობს არანაირი გეგმა „ბ“, რომელიც შეიძლება იყოს მხარდაჭერილი ევროკავშირის მხრიდან. მესამე ის, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და ფოკუსირება ამ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესრულებაზე, რადგან ეს არის გამოსავალი ამ ქვეყნისთვის. ეს არის ის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ.

რამდენიმე საათი ვსაუბრობდით. საუბარი ასევე იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დააკვირდებიან პროცესს, მონიტორინგს გაუწევენ, რომ შესრულდეს დოკუმენტში არსებული პუნქტები ისე, როგორც გაწერილია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს