გუდამაყარში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

გუდამაყარში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა, გუდამაყრის ხეობაში ათი სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა.

“მდინარე არაგვის ადიდების შედეგად წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და გზები დატბორა. შედეგად, სოფლებამდე მისასვლელ გზებზე საავტომობილო და საფეხმავლო მიმოსვლა შეწყდა. სტიქიის ეპიცენტრში, დილიდან მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამსი, დიდებაანისა და ჩობალაურებამდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აღდგა, ხოლო დიხჩოს, ბახანის, ჩოხის, ათნოხის, ბოსელის, ბურსაჭილისა და ბაკურხევის მიმართულებით-ამ დრომდე შეუძლებელია. მძიმე ტექნიკა სამუშაოებს დილიდან განაახლებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში ჩავიდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ მათთვის დახმარების აღმოჩენას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა