მეგაცენტრი "ნოვა" თბილისისა და ბათუმის შემდეგ უკვე ქუთაისშია

კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ უკვე სამ დიდ მეგაცენტრს აერთიანებს. 2021 წლის 27 აპრილს, სამშენებლო-სარემონტო მასალების მეგაცენტრმა ,,ნოვა’’ რიგით მესამე შოურუმი გახსნა. თბილისისა და ბათუმის მეგაცენტრების შემდეგ, ამჯერად შოურუმი ქალაქ ქუთაისში უმასპინძლებს მომხმარებელს.

მეგაცენტრის გახსნა ქუთაისში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. შოურუმში წარმოდგენელი იქნება 15 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია, მათ შორის ,,ნოვას’’ წარმოება და იმპორტირებული, ექსკლუზიური ბრენდები: NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS; ასევე INGCO და BIEN.

მომხმარებელისთვის შეთავაზებული იქნება ნოვას წარმოების პროდუქცია (სასახურავე მასალა, ავზები, პროფილები, და ა.შ.), იმპორტირებული პროდუქცია: აბაზანის სანტექნიკა, ხელსაწყოები, სამშენებლო მიმართულება, საღებავების ფართო ასორტიმენტი და სხვა.

ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით ქუთაისის შოურუმის მომხმარებელს უამრავი საჩუქარი, ფასდაკლება და ფულადი; 50, 100 და 200 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.

27 აპრილს კომპანია ,,ნოვამ’’ მოკრძალებული გახსნის ცერემონიალი კოვიდ რეგულაციების ყველა წესის დაცვით ჩაატარა.

მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა პროექტის მნიშვნელობა და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ქალაქ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რომელმაც აქცენტი ქუთაისში ბიზნესის განვითარებაზე და ადგილობრივი კადრების დასაქმებაზე გააკეთა.

მეგაცენტრის გახსნისთვის კომპანიამ დამატებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ქუთაისის ფილიალში დასაქმდა 30 თანამშრომელი. თანამშრომლების შერჩევა სრულად მოხდა ადგილობრივი კადრებიდან.

მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, კომპანია აძლიერებს ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოების მიმართულებას და ხელს უწყობს ლოკალური ბიზნესის განვითარებას.

,,ნოვას” შოურუმები უკვე წარმოდგენილია შემდეგ ქალაქებში;

ქუთაისი, სამტრედიის ხიდის მიმდებარედ

თბილისი, რ. აგლაძის N45

ბათუმი, პ. ბაგრატიონის N105 ბ

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს