„ევროკრედიტსა“ და „სოლვიტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მისო „ევროკრედიტმა“ და IT სერვისების კომპანია „სოლვიტმა“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ამ ორ კომპანიას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავებას გულისხმობს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ, რომ მომხმარებლებს საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სერვისები შესთავაზონ უწყვეტ რეჟიმში.

მემორანდუმი ითვალისწინებს კლიენტთა მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ფინანსურ სექტორში ინოვაციების დამკვიდრებას, რაც ერთი მხრივ, „ევროკრედიტის“ სერვისებს მაქსიმალურად მოქნილს და ხელმისაწვდომს გახდის, ხოლო მეორე მხრივ, „სოლვიტს“ მისცემს საშუალებას, მუდმივად უზრუნველყოს უახლესი ტექნოლოგიური სიახლეების შემოტანა და დანერგვა პარტნიორ კომპანიაში. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგიური ცვლილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეხმარება მდგრადობის გაუმჯობესებაში.

AWS (Amazon Web Services) არის მსოფლიო ლიდერი ქლაუდ სერვისების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. რომელსაც მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტები შესაბამისობის და უსაფრთხოების კუთხით, ესენია PSI DSS, ISO 9001, ISO 27001, SOC1, SOC2, SOC3, CSA,C5, CISPE და ა.შ. აღნიშნული სტანდარტები ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის მომხარებლების მონაცემების უსაფრთხოებისთვის და სერვისების მდგრადი უზრუნველყოფისთვის.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა „ევროკრედიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ნონიკაშვილმა.

„ევროკრედიტი ორიენტირებულია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გზით, სერვისები გახადოს უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი, კომფორტული, უსაფრთხო და დაცული. ქლაუდ სისტემაზე გადასვლა კი ამ მიმართულების გაუმჯობესების ერთ-ერთი მაგალითია.

„სოლვიტთან“ თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უჩენს ორივე კომპანიას სიახლეების დანერგვის და თამამი, ამბიციური პროექტების განხორციელების პროცესში. ჩვენ, ერთი წლის წინ, მიზნად დავისახეთ ფინტეკ კომპანიად გარდაქმნა და დავიწყეთ მთელი რიგი ტექნოლოგიური და ბიზნეს პროცესების ცვლილებები. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სანდო და პროფესიონალური პარტნიორობა. „ევროკრედიტი“ უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს „სოლვიტთან“ და ამ პერიოდში განხორციელდა მრავალი საინტერესო პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი კი ქლაუდ პლატფორმაზე გადასვლაა“.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - „სოლვიტი“ გახლავთ ამაზონ ვებ სერვისების (AWS) კონსალტინგ პარტიორი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს მოპოვებული მსოფლიოში ლიდერი ბრენდის, „ამაზონის“ ნდობა.

შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ „ევროკრედიტისა“ და „სოლვიტის“ მომხმარებლები იქნებიან უფრო დაცულნი და მიიღებენ ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას და სწრაფ, უსაფრთხო მომსახურებას.

ვინაიდან, კომპანია „ევროკრედიტს“, ყოველდღიურად უწევს უამრავი ფინანსური ტრანზაქციის შესრულება, მომხარებლების მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აღნიშნული ფინანსური ოპერაციების დიდი ნაწილი კი დამოკიდებულია IT პროცესებისა და სისტემების გამართულ, მდგრად მუშაობაზე.

შესაბამისად, Cloud სისტემებში ტრანსფორმაცია კომპანიას აძლევს ტექნიკურ საშუალებას, რომ იზრუნოს თავის მომხარებელზე, შესთავაზოს ბევრად უფრო მოქნილი, დაცული და უწყვეტი სერვისი. გარდა ამისა, აღნიშნული ტექნოლოგიური ცვლილებები, ხელს შეუწყობს მომხარებლის მომსახურებას მისი განსხვავებული ადგილმდებარეობის მიუხედავად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

საერთო ჯამში Cloud system-ების გამოყენება აისახება მომხარებლისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

„სოლვიტის“ დირექტორი რეზო ლომთათიძე: „სოლვიტი, ისევე როგორც „ევროკრედიტი“ სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული კომპანიაა, რაც საშუალებას გვაძლევს ერთობლივად ვიმუშაოთ საინტერესო პროექტებზე და მომხმარებლებს მივაწოდოთ ინოვაციური სერვისები. SOLVIT-მა მოიპოვა ამაზონ ვებ სერვისების (AWS) კონსალტინგ პარტიორის სტატუსი, რაც ადასტურებს მსოფლიო ბრენდის მიერ კომპანიისადმი გამოცხადებულ ნდობას, განახარციელოს სხვადასხვა პროექტები და დანერგოს Amazon AWS-ის ქლაუდ სერვისები პარტნიორ ორგანიზაციებში.

Amazon AWS-თან თანამშრომლობით, სოლვიტს საშუალება მიეცა, მოეხდინა კომპანია „ევროკრედიტის“ ერთ-ერთი სერვისის იმპლემენტაცია ამაზონის ღრუბლოვან გარემოში, რაც „ევროკრედიტისთვის“ და მისი მომხმარებლებისთვის დაცული და უწყვეტი სერვისის მიწოდებას ნიშნავს“.

როგორც პარტნიორი კომპანიები აცხადებენ, უფრო მასშტაბური, ინოვაციური პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ წინ არის და მჭიდრო პარტნიორობის გზით, უახლოეს მომავალში მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს შესთავაზებენ.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა